ავტორთა შესახებ

 

ირაკლი კოვზანაძე

პროფესphoto Kovzanadzeორ ირაკლი კოვზანაძის ავტორობით საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოცემულია 6 მონოგრაფია და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მათემატიკასა და ეკონომიკაში. შრომების დიდი ნაწილი ეძღვნება სისტემური და მოსაზღვრე საბანკო კრიზისების შესწავლას, მათი გენეზისის, გამოვლინების, განვითარების, პროგნოზირებისა და პრევენციის პრობლემების კვლევას.

ირაკლი კოვზანაძეს აქვს საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ევროპის საბანკო სისტემებში მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. 2004-2008 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, 2007-2009 წლებში კი _ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ქვეყნების საბანკო სისტემებში კორპორატიული მართვის საკითხების კომისიის თავმჯდომარე. 2008-2012 წლებში ირაკლი კოვზანაძე იყო EBRD-ის წარმომადგენელი დირექტორი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში.

ირაკლი კოვზანაძეს მინიჭებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატისა (1990 წ.) და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის (2002 წ.) სამეცნიერო ხარისხები. 1991 წლიდან იგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 2003 წლიდან არის პროფესორი. 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგე.

2012 წლის ნოემბრიდან ირაკლი კოვზანაძე სს „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორია.

 

გოგი კონტრიძე

photo Kontridzeგოგი კონტრიძეს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორში წამყვან პოზიციებზე ფინანსური მენეჯმენტის, ბიუჯეტირების, მარკეტინგის, ფილიალების ზედამხედველობისა და აუდიტის მიმართულებით.

გოგი კონტრიძეს 2006 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამავე წლიდან იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

facebooktwittergoogle_plusredditpinterestlinkedinmail